საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მსოფლიო ბანკის შეფასების მისია ეწვია. შეხვედრას საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ივანე ცარციძე მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. შეფასების მისიის წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასეს.
საუბარი შეეხო ასევე, პროექტის გამოწვევებს, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივებს.
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მის ფარგლებში, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წლიდან დაიწყო და წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებულ პუნქტში ხორციელდება. (R)