ავთო ზარბაზოია 1964 წლის 23 ოქტომბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. შემდეგ იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის და ეროვნულ გვარდიაში გატარებული წლები. საქართველოს უახლესი ისტორიის ორივე ომის მონაწილე დღეს მუნიციპალიტეტის მერიის დაცვის სამსახურში მუშაობს. ყოფილ ჯარისკაცს ძალიან უჭირს ომის დღეების გახსენება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved