რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საჯავახოს უღელტეხილზე, ე.წ. ბერძნის წყაროსთან.
როგორ გვითხრეს, მსუბუქი ავტომანქანა “ოპელი”, ოზურგეთში თბილისიდან მომავალ, მგზავრებით სავსე ავტობუსს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და შიგ მსხდომმა ოთხმა პირმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
ერთი მათგანის დაზიანებები კი სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და იგი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
_ წამებში მოხდა ყველაფერი. შეჯახება, მანქანის აალებაც. რამდენიმე წუთში დაიწვა მანქანა, _ გვითხრეს ფაქტის თვითმხილველებმა.
დაზუსტებული ინფორმაციით, დაზიანებები არ მიუღიათ ავტობუსის მგზავრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული.