ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღებიდან 30 წელი გადის.
UNICEF-ის ინფორმაციით, ის გახდა ყველაზე ფართოდ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა კონვენცია ისტორიაში და მსოფლიოს მასშტაბით დაეხმარა ბავშვებს ცხოვრების გარდაქმნაში. თუმცა, ბევრი ბავშვი ვერ ახერხებს ბავშვობით სრული სიამოვნების მიღებას და ჯერ კიდევ, ბევრი ბავშვის ბავშვობის წლები შემცირებულია.
UNICEF-ის ცნობით, 1990 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდა, თითქმის განახევრდა ბავშვების არასრულფასოვანი კვების შემთხვევები, 2.6 მილიარდზე მეტი ადამიანი სვამს დღეს სუფთა სასმელ წყალს, ვიდრე 1990 წელს.
მაგრამ ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანი არის ჩამორჩენილი და ბავშვობაც სწრაფად იცვლება.
UNICEF-ის მონაცემებით, 262 მილიონი ბავშვი არის სკოლის მიღმა დარჩენილი, 650 მილიონი გოგონა ქორწინდება 18 წლამდე, ყოველ 4 ბავშვში 1 ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც 2040 წლისთვის წყალის ექსტრემალურად შეზღუდული რესურსი იქნება.
UNICEF აქვეყნებს პეტიციას, სადაც ხელისმომწერები მოითხოვენ ლიდერებმა იმოქმედონ ბავშვების ყველა უფლების შესასრულებლად.