„ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობის უფლება ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ, ეტალონის ყველაზე პატარა მონაწილემ, ანა გეგიძემ მოიპოვა.
ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატს ლანჩხუთის ყველა საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ხაჯალიის საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისგან „ეტალონის“ მასპინძელ სკოლას საჩუქრად საქართველოს ისტორიის ხუთტომეული გადაეცა, პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები _ წიგნებით, გამარჯვებული კი 500 ლარით დასაჩუქრდა.