“გირჩმა” საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა. პარტიის ლიდერების განცხადებით, საროსკიპო სახელად “პიონერი” 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. სპონსორი სექსსათამაშობის მაღაზია “კიკუა“, რომელიც წყვილებს სექსსათამაშოებით და პრეზერვატივებით მოამარაგებს, _ ამის შესახებ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურა ჯაფარიძის თქმით, წყვილებს გაერთიანება უსაფრთხო სექსის შესაძლებლობას აძლევს. “გირჩი” პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს.
საროსკიპოს გახსნა ქვეყანაში იკრძალება, შესაბამისად ჯაფარიძე ამბობს, რომ ის დაკავებას ელოდება. კანონდარღვევა სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.