გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს და ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს.
„9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. სამწუხაროა, რომ ვეტერანების რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს. ჩვენი ვალია ამ ადამიანებს ყურადღება არ მოვაკლოთ, გავუფრთხილდეთ და მათ სათანადო პატივიც მივაგოთ. მინდა ჩვენს გმირ, საამაყო ვეტერანებს მოვეფერო და დღევანდელი დღე მივულოცო. გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს. თქვენ ხართ ის გმირები, რომელთა დამსახურება დიდია ქვეყნის წინაშე”, _ განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ.
წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ვეტერანებს სხვა საჩუქრებთან ერთად 500-500 ლარიც გადასცა. ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ 300 – 300 ლარი. გურიაში სულ 12 ვეტერანი ცხოვრობს.
ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავის აღსანიშნავად მათთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებებიც გაიმართა. (R)