ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს“ გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვეტერან ფეხბურთელებს ისტორიული წარმატება პარტიის ლიდერებმა მიულოცეს.
„ეს დღე არის გამარჯვების, სიხარულის და სიამაყის დღე. ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო მატჩი – ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე გამარჯვება და ბედნიერი ვარ, რომ თქვენ მიეცით მომავალ თაობებს თავდადების და გაუტეხელობის მაგალითი. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე“, – მიმართა ვეტერან დინამოელებს ლადო კახაძემ.