ყველა დამნაშავე აგებს პასუხს იმის მიხედვით, რა გამოიკვეთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინიდენტთან დაკავშირებით განაცხადა, როდესაც სანდრა რულოვსსა და გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
„იქ მყოფი არც ერთი ადამიანი არ იყო პარტია „ქართული ოცნების“ წევრი. მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდია. ეს მიდგომა, დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მსგავსი ქცევების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს იმის მიხედვით, რა გამოიკვეთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.