მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე მაღალ მთა კაჩენჯანგაზე 2 მთამსვლელი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ Reuters ავრცელებს.
როგორც ცნობილია დაღუპული მთამსვლელები ინდოეთიდან არიან.
როგორც მთაზე ასვლის ხელშემწყობ კომპანიაში აცხადებენ, ერთ-ერთი მთამსვლელის გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა გახდა, ხოლო მეორე მთამსვლელი მწვერვალზე ასვლის დროს დაიღუპა.