ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მოჭიდავებმა წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
აღნიშნულ ტურნირში, ჯამში, 160 სპორტსმენი გამოდიოდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან, მათ შორის იყვნენ ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებიც, მწვრთნელის თემურ მარშანიშვილის ხელმძღვანელობით.
ლანჩხუთელმა მოჭიდავეებმა სხვადასხვა სინჯის მედლებით დაიმშვენეს მკერდი.
ოქროს მედლები მოიპოვეს: თემურ ტუღუშმა (20კგ.) და თორნიკე სიხარულიძემ (44კგ.). ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ: გუგა გორგაძე (20კგ.) და საბა გოგუა (48კგ.).
სპორტული ცენტრის დირექტორმა გოჩა ლომაძემ წარმატებულ ლანჩხუთელ მოჭიდავეებს საჩუქრები გადასცა.