ტაივანში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის ქორწინება დაკანონდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შედეგად ის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მსგავსი ქორწინება დაკანონდა.
BBC-ის ინფორმაციით, ტაივანის საკონსტუტიციო სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით, ერთნაირსქესიანთა წყვილებს ქორწინების უფლება აქვთ და პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ვადა 2019 წლის 24 მაისამდე ჰქონდა მიცემული.
კანონის მიხედვით, მსგავს წყვილებს შვილის აყვანის უფლება არ აქვთ.
პარლამენტთან გადაწყვეტილების მიღებას ლგბტ პირების მხარდამჭერები ელოდებოდნენ.