კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე მსახიობმა ევა ლონგორიამ ალაბამასა და მისურში აბორტის ამკრძალავი კანონის შესახებ პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ ის ქალებს საფრთხეს უქმნის. აღნიშნულ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
„რაც ალაბამაში ხდება მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი დიასახლისებისთვის“,_განაცხადა ლონგორიამ და იგულისხმა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ორსულობის შეწყვეტა გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევაშიც კი იკრძალება.
კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე აბორტის აკრძალვა ასევე გააპროტესტეს შარლოტა გეინსბურგიმ, როსი დე პალმამ, კლეარ დენისმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შეკრება თავიდან გულისხმობდა არგენტინული დოკუმენტური ფილმის Let It Be Law-ს მხარდაჭერას.
როგორც ცნობილია, ფილმი მოგვითხრობს ქალთა უფლებების შესახებ ბრძოლის ამბავს უზარმაზარ, დიდწილად კათოლიკურ ლათინო ამერიკაში, რომელიც აბორტის გამო შუაზე გაიყო.
როგორც ცნობილია, ლონგორია Time’s Up მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებების დაცვას ითხოვს.