რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში ონლაინ გამოცემა presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს
როგორც „გურია ნიუსს“ შსს-ში უთხრეს, კაპანაძე პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული.
„სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს“, _ განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.