“სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის #57 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს გადასცეს 1 ზედმეტი ბიულეტენი, თუმცა, ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი “გურია ნიუსთან“ “სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
“ორჯერ ვიყავი ასული ანასეულში და მსგავსი ინფორმაცია ჩემთვის არავის უთქვამს. “სამართლიანი არჩევნებიდან“ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი, რომელიც არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. მინდა გითხრათ, ანასეულში მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები.“ _ გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.