BBC-ის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ეგვიპტეში გიზის პირამიდების სიახლოვეს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევის შედეგად 16 ადამიანია დაშავებული.
როგორც ცნობილია, ასაფეთქებელი მოწყობილობა მუზეუმის ღობესთან მაშინ აფეთქდა, როცა ავტობუსი გადიოდა.
ამ დროისთვის უცნობია ვინ განახორციელა აფეთქება.