ოზურგეთის საარჩევნო უბნებში ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.
უკვე დასრულდა ხმების დათვლა ცეტრი 3-ის უბანზე, რომელიც “ოცნების” კანდიდატმა დავით მდინარაძემ დიდი უპირატესობით მოიგო.
მდინარაძეს ამ უბანზე 274 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. 59 ხმა მიიღო “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა კობა ზაქარეიშვილმა, 39 _ დამოუკიდებელმა კანდიდატმა ტოგო ჭელიძემ . აღნიშნულ უბანზე არჩევანი 386 ამომრჩეველმა გააკეთა.