ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის თქმით, ის და მისი გუნდი წაგებას და “ქართული ოცნების” კანდიდატის გამარჯვებას არ აღიარებს.
მან პარტიის ოფისის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ბრძოლა გრძელდება.
_ ჩვენ ევლოდებით ოფიციალურ შედეგებს. თუ გამოაცხადებენ, რომ მეორე ტური იქნება, მე მზად ვარ ხმალამოღებულმა ვიბროძოლო და თუ იტყვიან, რომ ამ სუს-ის ზეწოლით ჩატარებულ არჩევნებში გეგა შენგელიამ გაიმარჯვა, ვიბრძოლებთ. არ ვაპირებთ გაჩერებას, _ განაცხადა სანდრა რულოვსმა.