ცოტა ხნის წინ ჭკუამხიარულმა ბრაზილიელებმა ახალი ტრადიცია დაამკვიდრეს, რომელიც ძაღლებზე ზრუნვით არის განპირობებული.
თუ ჩვენ ზეიმებს ვაწყობთ, ცხოველებმა რა დააშავესო – და კარნავალების გემოს გასინჯვის საშუალება მათაც მისცეს.
კოპაკაბანას პლაჟზე საზეიმო სამოსში გამოწყობილ ასეულობით ძაღლს მოუყარეს თავი.
გახარებული პუდელები, სპანიელები. ლაბრადორები და სხვები დახტოდნენ და არემარეს ყეფით იკლებდნენ.
ორგანიზატორების მოთხოვნით, სპანიელები და მისი მსგავსი, გრძელყურა ჯიშის წარმომადგენლები სპეციალური ქუდებით იყვნენ აღჭურვილნი, რომ კარნავალის დროს მეზობელ მოცეკვავეს ზედ ფეხი არ დაებიჯა და ზეიმი არ ჩაეშხამებინა მისთვის.
ცხოველების დღესასწაულმა წარმატებით ჩაიარა და მას ტრადიციული სახე მიეცემა.