ბატონი რევაზ მიშველაძე თავის დროზე გახმაურებულ ერთ „ისტორიას“ ხშირად ყვება.
“კრიტიკოსი ბესო ჟღენტი მოხსენებას კითხულობს. “კითხულობს” სწორი არ იქნება.
ბატონი ბესო ხომ მუდამ ზეპირმეტყველებდა. ასე რომ, ბესო ჟღენტი მოხსენებას ამბობს.
– ზოგიერთები, ჩვენი სოციალისტური რეალიზმის უნაყოფო წარმომადგენლები დღესაც აქ ზიან ამ დარბაზში! – დაამთავრა მომხსენებელმა.
– ზიან კი არა, სხედან! – დაუძახა დიმიტრი ბენაშვილმა.
ბესო წამით შეჩერდა. დარბაზს დააკვირდა. სურდა, ხმის მიხედვით გამოეცნო მორეპლიკე. გამოსავალი ახლაც ზუსტად იპოვა.
– დიახ, ამხანაგებო, სხედან და ზიანს აყენებენ ჩვენს საქმეს, ჩვენს პროლეტარულ მწერლობას!”