ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა უჩნდება: როგორ ვუწამლოთ ნაბახუსევს.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ სუფრასთან გიწევთ დროსტარება და შესაბამისად, სასმლის დალევაც.
სუფრამდე რამდენიმე საათით ადრე დალიეთ დაახლოებით 50 გრამი არაყი, რომელიც წინასწარ მოამზადებს თქვენს ორგანიზმს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმლის მისაღებად.
ასევე, მიირთვით მაგარი ჩაი პიტნით ან ყავა ლიმონით. მიირთვით რაიმე ცხიმიანი კერძი, კარაქი ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი. ეს ხელს შეუშლის ალკოჰოლის ზემოქმედებას ორგანიზმზე.
ფაფები ხელს უშლის ალკოჰოლის სისხლში გაწოვას, რაც სიმთვრალის დონეს ამცირებს. ამიტომ, სასურველია, ის სუფრასთან დაჯდომამდე რამდენიმე ხნით ადრე მიირთვათ.
ეცადეთ, ქეიფისას ერთი სახეობის ალკოჰოლური სასმელი დალიოთ. არ არის რეკომენდებული, სუსტი და მაგარი სასმელების ერთმანეთში გაზავება და ისე დალევა. თუ აპირებთ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი დალიოთ, ნუ დაიწყებთ შამპანურით. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ტკბილია სასმელი, მით უფრო რთულია მისი მონელება.
თუ სვამთ სპირტიან სასმელს, ყოველი ჭიქის დაცლის შემდეგ, აუცილებლად მიაყოლეთ საჭმელი. ეს ხელს უშლის ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედებას.
დალევიდან მეორე დღეს სასურველია, მიირთვათ ლიმონიანი და პიტნიანი ჩაი ან ყავა.
ზოგიერთი ადამიანი გულისრევის შემდეგ გამოდის მძიმე მდგომარეობიდან. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ერთი ფინჯანი მარილიანი ყავა.
მიირთვით მინერალური წყალი, ლიმონიანი ცივი წყალი, კომბოსტოს ან კიტრის მწნილი. ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხელი, წვნიანი კერძები.