დღეს, ოზურგეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები ქალაქის კულტურის და დასვენების პარკში დღის განმავლობაში ტარდება.
კულტურული ღონისძიებებზე საზეიმო განწყობა და აქტივობა ყველგან მაღალია. განსაკუთრებით იაქტიურეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა.
აქ მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელმა კახა ვასაძემ თქვა, რომ სამხატვრო სკოლა ყოველ წელს, 1 ივნისს 3 საათზე აწყობს სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენას. დღეს, ტრადიციისამებრ, მოეწყო წლის შემაჯამებელი გამოფენა.
სკოლის მასწავლებლის მირანდა ვანაძის კლასმა, გამოფენის პარალელურად წარმოადგინა საკუთარი ძალებით მომზადებული ხალხური ზღაპრის, „მუჭანახევარას“ ინსცენირება. სპექტაკლის ბოლოს კი ბავშვებმა თანტოლ მაყურებლებს დაუსვეს შემეცნებითი კითხვები.
კითხვაზე: „როგორი ადამიანი იყო მუჭანახევარა?“ ბავშვების კრებულიდან სასწრაფოდ უპასუხეს: „აბდალი!“ ხარხარს უფროსების შეფასებაც მოჰყვა _ „ეს იყო ნამდვილი გურული, სხარტი და გააზრებული პასუხი“.
სამხატვრო სკოლის გამოფენაში, საკუთარი ნამუშევრებით 80-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.