https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ელგუჯა გუგუშვილის თურქმენი „შვილობილი“

14:06; 3.06.2019
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს ქართული საფეხბურთო სამყაროს რამდენიმე წარმომადგენლის თავს გადამხდარ სახალისო ისტორიებს  შემოგთავაზებთ.

ბატონი ელგუჯა გუგუშვილი ერთი პერიოდი თურქმენეთში მოღვაწეობდა და ადგილობრივ ნაკრებს წვრთნიდა. იმ ხანებში თურქმენეთის ეროვნული გუნდი წარმატებით ასპარეზობდა და იქაურები ჩვენებურ მწვრთნელს დღემდე დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ.

ერთ დღეს თურქმენებმა პატივისცემის ნიშნად ქართველს პატარა კოზაკი აჩუქეს. ამ სევდიან ისტორიას ბატონი ელგუჯა დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებს.

ელგუჯა გუგუშვილი: „1998-99 წლებში, თურქმენეთში ამ ქვეყნის ფეხბურთის ნაკრებს ვწვრთნიდი და ტრაბახი არ გამომივა, თუ ვიტყვი, რომ გუნდმა შესანიშნავ წარმატებას მიაღწია. მთელი ქვეყანა ჩემს ქებაში იყო.

იქაურები ყველანაირად ცდილობდნენ რაიმე ესიამოვნებინათ ჩემთვის. მაგრამ პატივისცემა ინდივიდუალურია. ასე მოხდა იმ შემთხვევაშიც.

ბაზარში ვარ. მომესალმა ერთი მამაკაცი – ფანი. გაცნობის შემდეგ ჩემთვის სრულიად მოულოდნელი რამ მომახალა.

– ია ხაჩუ ვამ მალენკი ვერბლიუდ პადარიტ…

– რა? – გადავირიე – კოზაკი რად მინდა? სასტუმროში ვცხოვრობ… არა, კოზაკი რად მინდა?

არაო, – არ მეშვება. მართალია, 6 შვილი მყავს, მაგრამ შვილს ვერ გაჩუქებ, განა მენანება, კანონი კრძალავს და ისევ კოზაკს გაჩუქებო. ზრდილობიანი უარით და ხელის სავსავით დავშორდი.

რად გინდა! – მეორე დილით სასტუმროს პერსონალმა გამაღვიძა და გარეთ გამახედა. შენობის წინ პატარა კოზაკი ება, შუბლზე მიმაგრებული წარწერით: „ვ ზნაკ ბლოგოდარნოსტი“.

რას ვიზამდი? – ერთი თვის ასაკის უმწეო არსებას ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი?!

დავიხმარე დამლაგებელი ქალი და სასტუმროს სარდაფში მომცრო ოთახი მივუჩინეთ. სახელად „ჟერებიონოკი“ დავარქვი. მომეჩვეოდა აბა რა, სულ სნიკერსებით და საუკეთესო ნამცხვრებით ვუმასპინძლდებოდი.

ასე გაგრძელდა კარგა ხანს, მაგრამ თურქმენეთში ჩემი მოღვაწეობა დასრულდა. საქართველოში გამომგზავრების წინ „შვილობილს“ გამოსამშვიდობებლად მივაკითხე. არ ვიცი როგორ იგრძნო, რომ სამუდამოდ ვშორდებოდი. ძალიან უხასიათოდ შემხვდა. დავუძახე და არ მოვიდა, ისევ მე მივედი. ცრემლიანი თვალებით ამომხედა და ჩემს მიერ მირთმეულ ნუგბარს არა თუ პირი არ დააკარა – ზედაც არ შეხედა. ცრემლით გლოვობდა ჩვენს განშორებას, რამაც კინაღამ მე და ჩემი თანამოზიარე დამლაგებელიც აგვატირა. სხვას არ დავუჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა…“

თუ ელგუჯა გუგუშვილი კოზაკ „ჟერებიონოკს“ პატრონობდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე, ქალაქ ციურიხში შვეიცარიელი ძროხებით იყო დაინტერესებული.

დავით კვინიკაძე: „შვეიცარიაში „დინამო“ – „მრეტების“ საქმეზე ჩავედი. ციურიხში გიო ნემსაძე დამხვდა. რა თქმა უნდა, სასტუმროში არ გამიშვა, მასთან ვცხოვრობდი.

დათო პეტრიაშვილიც ჩამოვიდა. მეორე დღეს ფიფა-ს ოფისში, რუფინენთან უნდა მივსულიყავით. გიოს კლუბთან რაღაც პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი და პეტრიაშვილის ჩამოსვლით ისარგებლა. კლუბის ოფისში ჩემი შეყოლა არ გამოდიოდა, ამიტომ ციურიხის ერთ – ერთ მოედანზე დავშორდით ერთმანეთს და შეხვედრაც იქვე დავთქვით.

ორიენტაციისთვის იქაურობა შევათვალიერე. ძროხის ორი ქანდაკება დავინახე და დავწყნარდი, ამ ადგილს რა დამავიწყებს-მეთქი. სეირნობას მივყევი. მალე უკან დაბრუნების დროც მოვიდა.

პარალელური ქუჩით მოვდივარ. რომ ვიფიქრე მივუახლოვდი – მეთქი, რას ვხედავ, ძროხის დაახლოებით 100-120 ქანდაკება დგას. ერთი ძროხა ჩემსას მივამსგავსე, მაგრამ… მივხვდი, დავიკარგე. ვიღას ახსოვდა „დინამო“ და რუფინენი.

გავიფიქრე, სტადიონზე მივალ და გიოს მისამართს გავიგებ. ბოლოს ტაქსი გავაჩერე და ფიფა-ს ოფისში წავედი. გიო და დათო აფორიაქებულები დამხვდნენ, დათო ძია, სად ხარო. რამდენი ხანია გელოდებით, რატომ დააგვიანეთ, ამხელა შეხვედრას ეხუმრებით?

მერე გიოსგან გავიგე, თურმე შვეიცარიაში ძროხების კულტი ყოფილა, ყოველ 10-15 მეტრში ძროხა დგას, სხვადასხვა ფერის და ფორმის. ვთქვათ, მუსიკალურ მაღაზიასთან ნოტები ახატია, აფთიაქთან – მედიცინის ნიშანი და ა. შ. მე კიდევ, ძროხა რომ დავინახე…“

ფეხბურთის სტაჟიან ქართველ გულშემატკივრებს ალბათ ახსოვთ ევროპის ჩემპიონატის ის მეოთხედფინალური შეხვედრა რომელიც 1963 წელს, მოსკოვში გაიმართა. სსრკ-ის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და საბჭოთა გუნდის კარი რამაზ ურუშაძემ დაიცვა.

რამაზ ურუშაძე: „1963 წელია და სსრკ-ის ნაკრებში გამომიძახეს. თავს არ შეგაწყენთ და იტალიის ნაკრებს ვხვდებით მოსკოვში „ლუჟნიკის“ სტადიონზე. თამაშის წინა საღამოს მიშა მესხი და სლავა მეტრეველი მეუბნებიან:

– რამაზ, ხვალ შენ დაიცავ სსრკ ნაკრების კარს.

მოდი და დაიჯერე! მოდი და სიზმარი ნუ გეგონება! – მე, ლანჩხუთელმა ჭაბუკმა უნდა დავიცვა სსრკ ნაკრების კარი. თანაც როდის? როდესაც გუნდის ძირითადი მეკარე მსოფლიოს კარის დარაჯების ეტალონი, ლევ იაშინია.

– თქვენ რა იცით? – თითქოს გამოვედი სიზმრიდან. – არა, არა და არა! არ მჯერა.

– მაშინ ასე – ამბობს მიშა მესხი – თუ ხვალ შენ ითამაშებ, ერთ ბოცა „ადესას“ იკისრებ სამშობლოში. თუ არა, ჩვენ შამპანურში „გაბანავებთ“.

თამაშის დღეს, 12 საათზე ბესკოვმა კარში მართლაც მე დამასახელა. ის თამაში 2:0 მოვიგეთ. ცუდად არ მითამაშია. გასახდელში ლევ იაშინმა ხელი ჩამომართვა და „მალადეც რამაზ, მალადეც რამაზ პავლოვიჩ!“ – მითხრა.

ეს სიტყვები მთელ ჩემს კარიერას გადასწონიდა.

რჩებოდა პირობა… „ადესა“, რომელიც გურიაში „იშოვება“, ოღონდ ერთი ბოცა კი არა… 11 ბოცა ჩამოვუტანე მიშა მესხს (ის ხომ 11 ნომერი იყო)“.

1976 წელს თბილისის „დინამომ“ სსრკ-ის თასი პირველად მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ქართველებმა ერევნის „არარატი“ დაამარცხეს – 3:0. მატჩის შემდეგ ე. წ. „მესამე ტაიმი“ გაიმართა, რომლის პერიპეტიებსაც „დინამოს“ იმდროინდელი წევრი ვახტანგ ქორიძე შემდეგნაირად იხსენებს.

ვახტანგ ქორიძე: „ყველა ქართველ გულშემატკივარს ემახსოვრება სსრკ-ს თასი რომ ავიღეთ. პირველმა შთაბეჭდილებებმა რომ ოდნავ გაიარა და მაყურებელთა თვალს მოვცილდით, დაიწყო თასის „შინამონათვლა“ – ჩვენს წრეში და ძმაკაცებში, თითოეულ მონაწილეს ღვინით სავსე ის თასი უნდა შეგვესვა.

თასის მოპოვება ადვილი არ გახლავთ, მაგრამ უფრო ძნელი მისი დაცლა ყოფილა. ზოგმა თქვა – რა საჭიროა, რა აუცილებელია! მაგრამ გუნდში გვყავდა მაგის ოსტატებიც. ამ საქმეში პირველი ჩვენი ფირუზ კანთელაძე გახლდათ. ამ უბადლო ფეხბურთელმა ქეიფი და დროსტარებაც უბადლო იცოდა.

აიღო ეს თასი, პირამდე გაავსო სუფთა „რქაწითელით“. ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოსო! – იყვირა და მოიყუდა. ჩამოცალა ეს თასი ფირუზამ. დედის რძესავით შეერგო და შეავსო.

– ალავერდი შენთან! – მე არ გადმომაწოდა?! ვაი შენს ვახოს! (ზუსტად ორი ლიტრი ჩადის).

აკანკალებული ხელებით ჩამოვართვი ეს თასი. რა ვქნა ახლა!

– შენ თუ ამას დალევ… შენ თუ ამას დალეევ! – მერე მე ვიცი – გადმომხედა ღიმილით.

– შენ თუ ამას დალევ! – ჩამესმა ისევ და… მოვიყუდე.

პირველი ორი ყლუპი გამიჭირდა, მაგრამ მერე წავიდაა… თუმცა, ერთ ლიტრს ვერ გავცდი, ცუდად ვხდები, სასწრაფოდ შევწყვიტე პროცედურა. ამღვრეული თვალებით ავხედე ფირუზას ქვევიდან.

კანთელაძე მიხვდა, რა „კატასტროფის“ წინაშეც ვიდექი და ამჯერადაც არ უღალატა რაინდობას, გამომართვა და ის ჩემი წილიც უცერემონიოდ ჩაიცალა. ფირუზასთან ერთად არც ერთ სუფრაზე დალევის არ მეშინია, რადგან „დახმარება“ მუდამ გარანტირებული მაქვს“.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27 იანვარი, 2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27 იანვარი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26 იანვარი, 2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26 იანვარი, 2026
სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25 იანვარი, 2026

საგანგებო ბრიფინგი შსს-ში _ რა ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია

ხორავას ქუჩის მკვლელობა _ პროკურატურის "ოქროს მოწმე" დაკავებულია

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვინ აგებს პასუხს სტადიონის სარეაბილიტაციო თანხის მითვისების გამო და რატომ არიან მოქმედი ჩინოვნიკები პირში წყალჩაგუბებულები

20:10; 29.01.2026
სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:04; 29.01.2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29.01.2026
პოლიტიკა

ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად

18:59; 29.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

17:38; 29.01.2026
სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29.01.2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

13:57; 29.01.2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29.01.2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29.01.2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29.01.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29.01.2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29.01.2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო