პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მოუსმენს.
ნათია თურნავა ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვაზე, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებსა და „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ილაპარაკებს.
მინისტრი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიბარა.