9 ივნისს, მთაწმინდაზე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია _ აქაურმა ამომრჩეველმა არჩევანი საარჩევნო ბლოკ “ევროპული საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატს შალვა შავგულიძეს და “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძეს შორის უნდა გააკეთონ.
არჩევნებამდე 2 დღით ადრე პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან მაღალია
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, მმართველმა გუნდმა დასახმარებლად რეგიონიდან პარტიის ლიდერები და აქტივი ჩამოყვანა.
ის, რომ მთაწმინდაზე, საარჩევნოდ, “ოცნების” მხარდასაჭერად , ჩვენთან საუბრისას დაადასტურეს ფოთის, ქუთაისი და გორის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა _ ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ, თავიანთი კანდიდატის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ.
რეგიონებიდან ლიდერების ჩამოყვანას უარყოფენ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში:
_ ჩვენ არავინ გვინახავს და ეს ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, რომ იყოს, ეს არ არის კანონდარღვევა და არც განსაკუთრებული რამეა, _ გვითხრეს მმართველი პარტიის პრესსამსახურში.