გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოს პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში მოსულმა და მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობამ შესაძლებელია მდ.ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.