“იუმორისტული ჟანრის ვიდეო”, _ ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე “ევროპული საქართველოს მიერ გასაჯაროებულ ვიდეოკადრებსს, რომელშიც, ოპოზიციის შეფასებით, ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევაა ასახული.
ვიდეო, მთაწმინდაზე მე-18 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული და მასში ჩანს, როგორ სთხოვს ერთი პირი მეორეს ლადო კახაძისთვის ხმის მიცემას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება, თუმცა, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეს იუმორისტული ჟანრია.