“ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით ლადო კახაძეს ამომრჩევლის 62.5%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო შალვა შავგულიძემ ხმების 37.5% მიიღო.
„ამ წუთებში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მინდა მივაწოდო ინფორმაცია კონკრეტულად მათ. ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ გვაწვდიან უბნებიდან ჩვენი წარმომადგენლები ინფორმაციას, დათვლილია ხმების 75% და აქედან, 62.5% არის ლადო კახაძის, 37.5% არის შალვა შავგულიძის.
კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ბატონ ლადოს დამაჯერებლი გამარჯვება. სხვაობა ძალიან დიდია და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს ციფრი. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებს, ვინც, ძირითადად, ცდილობდა, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა.
ძალიან მიხარია, რომ ადამიანები დღეს ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას“, _ განაცხადა კალაძემ.