ტელეკომპანი “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აუცილებლად დაისჯება. გვარამიამ პოსტი “კვირის აქცენტებში”, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ემოციური ეთერის შემდეგ დაწერა.
“დავადგინე ზუსტად და დავწერ:
1. ზაზა სარალიძემ გაიარა სამოქალაქო გმირობის გზა და სჭირდება და იმსახურებს იმას, რომ შევეშვათ და დავტოვოთ მარტო საკუთარ თავთან და ოჯახთან.
2. აბსოლუტურად ზუსტად, გახარიაზე ბინძური და მდაბიო, ყველაფრის მკადრებელი ნაძირალა საქართველოს ხელისუფლების ისტორიაში მე არ მახსოვს. ტიპიური, გულისამრევი, თან “მელკი” ГРУ-შნიკი. მძულს მთელი არსებით ისიც და მისი პატრონი ივანიშვილიც.
ps გახარია აუცილებლად დაისჯება სარალიძის საქმის ფაბრიკაციისთვის, როგორც საქმის შეკერვის მთავარი ფიგურანტი. აი, განსაკუთრებით, დღეის მერე, ფიცს ვდებ, რომ აუცილებლად (თუ მანამდე რუსეთში არ გაიქცა)”, _ წერს ნიკა გვარამია.