საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. საპენსიო რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები ახალგაზრდებმა ლევან სურგულაძეს წარუდგინეს.
ნაშრომები შემდეგ თემებზე მომზადა: საქართველოს საპენსიო რეფორმის სოციალური სიკეთეები; უცხო ქვეყნების საპენსიო რეფორმების გამოცდილება და გამოწვევები; საერთაშორისო საპენსიო რეფორმებისა და საქართველოს საპენსიო რეფორმის შედარებითი ანალიზი; საპენსიო რეფორმა და ეკონომიკური განვითარება.
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საუკეთესო ნაშრომის ავტორები გამოავლინა და მათ სერტიფიკატები გადასცა.
შეხვედრა ,,საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის” ორგანიზებით გაიმართა.