მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის 30-100 მილილიტრია, ეთილის სპირტის 250-400 მილილიტრი, ბუთილის სპირტის 200-250 მილილიტრი. ადამიანები სვამენ ეთილის სპირტს და მიაჩნიათ, რომ ეს ნაკლებად მავნებელია.
ეთილის სპირტისგან არყის გარდა მზადდება დენთი, პლასტმასი, სინთეტიკური კაუჩუკი, აცეტონი, ძმრის მჟავა.
ალკოჰოლი ორგანიზმში მოხვედრისას სწრაფად გაიწოვება. ჯერ კუჭსა და ნაწლავებში, ხოლო 5-10 წუთის შემდეგ სისხლში. სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია პიკს დალევიდან 1 საათის შემდეგ აღწევს. ეს თუ ადამიანი მშიერია. სავსე კუჭი ალკოჰოლს გვიან “იღებს”. შესაბამისად, სისხლი ალკოჰოლით 1.5-2 საათის შემდეგ გაჯერდება.
ყველაზე “ლოთი” ქვეყანა ირლანდიაა. იქ მოსახლეობის თითქმის 36% ყოველდღე სვამს. მეორე ადგილზეა ფინეთი 25%. რუსეთი 24%-ით მესამე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო მეოთხე ადგილი, 23 პროცენტით, ინგლისს ერგო.