იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას, რომ თქვა უარი ნაყინზე. შეგიძლიათ თავს მისცეთ უფლება მიეტანოთ ნაყინს ისე, რომ არ დაარღვიოთ დიეტის უნივერსალურობა.
როგორ მიირთვათ ნაყინი კვების რაციონის სწორად დაცვით?
ნაღების ნაყინი შეიცავს კალციუმს, რომელიც დიდ როლს თამაშობს ჭარბ წონასთან ბრძოლაში, ის აიძულებს ორგანიზმს სწრაფად დაწვას ცხიმები.
ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ისინი, ვინც დიეტის დროს კვების რაციონში რთავდნენ კალციუმს, 26%-ით მეტს იკლებდნენ წონაში.
გარდა იმისა, რომ ნაყინი ცხიმების დაწვაში გვეხმარება, ის კარგ გუნებაზეც გვაყენებს, გვიცავს სტრესისგან და აკმაყოფილებს ტკბილზე მოთხოვნას.
რაც შეეხება ხილის ნაყინს. გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებით, მასში შედის პექტინები და უჯრედისი, რომლებიც არეგულირებენ ადამიანის ნაწლავურ მიკროფლორას.
თუ მაინცდამაინც წონაში დაკლება გსურთ, მაშინ დიდი უპირატესობა მიანიჭეთ ვანილის ნაყინს, რომელიც შეიცავს მხოლოდ 70 კალორიას და 0, 4 გრ ცხიმს. ამით თქვენ გააკეთებთ 40 კალორიისა და 1 ჩაის კოვზი ცხიმის ეკონომიას.