ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, IX საუკუნეში აგებული ერკეთის მონასტრის რეაბილიტაცია დაიწყო.
ტაძარი, ჩოხატაურიდან 8 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ერკეთში მდებარეობს და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ერთნავიანი, გვერდებიდან დამხმარე სათავსოებით…ეკლესიის მოცულობითი ფორმები სიგრძივ ღერძზეა განლაგებული და ბოლოვდება ვრცელი აბსიდით. იგი თითქმის სწორხაზოვნად მტავრდება.ფასადების მორთულობა ძუნწია. ორივე შესასვლელის თავზე მოთავსებულია ჯვრები…დასავლეთ კარებთან არის ვაზისორნამენტების ფრაგმენტები, ხოლო აღმოსავლეთ კარებთან ლილვების კომპოზიციები.
ეკლესიაში შემონახულია IX ს-ის კარი,ფრესკები,ასევე უძველესი სახარება და მთავარანგელოზის ხატი რომლის სახელობისაა სწორედ ეს ეკლესია და მონასტერი….
მონასტრს რეაბილიტაცია წლებია, არ ჩატარებია. დაზიანებული სახურავიდან წყალიც კი ჩადიოდა, რაც ქმნიდა უნიკალური მხატვრობის დაზიანების საფრთხეს.