“დროა – მშვიდობა ომზე მეტია!” – ამ სახელწოდებით ხვალ, 21 ივნისს, 20:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორებს კონკრეტული კითხვები ექნებათ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, ილია მეორესთან, წმინდა სინოდთან, საქართველოს პრემიერ და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და ასევე ლევან გორგოძესთან, ლაშა ტალახაძესთან, ზაზა ფაჩულიასთან და მამუკა გორგოძესთან.
“დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს, ვხედავთ ზიზღით გაჟღენთილ საზოგადოებას. ვხედავთ? საერთოდ ვერ ვხედავთ ხელისუფლებას, ვერ ვგრძნობთ რომ პატრონი გვყავს, ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად და ვდგავართ აშკარა პროვოკაციის წინაშე. პროვოკაციის, რომელიც აწყობს მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას. ვხედავთ დაჩაგრულ ადამიანებს და ვხედავთ, როგორ ექმნება საფრთხე ჩვენს კონსტიტუციას!
ადრესატები:
1. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე
2. საქართველოს წმინდა სინოდი
3. საქართველოს პრემიერ მინისტრი
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
5. ტოშინოშინი, ლაშა ტალახაძე, ზაზა ფაჩულია, მამუკა გორგოძე
მივმართავთ პირადად ილია მეორეს, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის შეჩერება, ამიტომ გთხოვთ
1. პირადად მოუწოდეთ მოძალადე ჯგუფებს რომ შეწყვიტონ ჩვენი სარწმუნოების სახელით ძალადობა.