პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილის Facebook-სტატუსს ეხმიანება. როგორც ქუცნაშვილი ამბობს, პოლიტიკოსს არ აქვს უფლება იყოს სუსტი და თავისი კომფორტით ან დოსკონფორმტით ისაუბროს.
“კაპიტულაციური პოზიცია კი არ უნდა გეკავოს, არამედ უნდა იყო ძლიერი. დიპლომატიური ქაჯობაა, როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა დაგყავს პერსონაზე.
პოლიტიკოსებს არ გვაქვს უფლება პირადი კომფორტით ან დოსკონფორტით ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ ვალდებილები ვართ ვიხელმძღვანელოთ ეროვნული ინტერესებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებს პატივი უნდა ვცეთ. როცა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს წარმოადგენს რუსეთი შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს უნდა მიიღო მასში მონაწილეობა და დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები. მადლობასაც გადაგვიხდიან და უკან, მე ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ამავე თემაზე: რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ _ სხდომას გავრილოვი წაიყვანს
“რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში, უბრალოდ, გამანადგურა” – თამარ ჩუგოშვილი
ოპოზიციის პროტესტი რუს დეპუტატებს – „ევროპელებმა“ სპიკერატის ადგილი დაიკავეს