ამ წუთებში აქცია სახელწოდებით „სირცხვილია“ ბათუმში, ერას მოედანზეც იწყება.
როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ტექსტშია ნათქვამი, რუსი დეპუტატი გავრილოვი და კიდევ რამდენიმე ფიგურა რუსული პოლიტიკიდან, რომლებიც როგორც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, არ უნდა იმყოფებოდნენ არათუ პარლამენტში, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც კი. ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქის ვალია, დღეს ევროპის (ერას) მოედანზე შემოუერთდეს მშვიდობიან აქციას რუსული ღია თუ ფარული ოკუპაციის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატები დღეს თბილისში, პარლამენტში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე დასასწრებად მივიდნენ და სხდომის წაყვანა დაიწყეს, რასაც პროტესტი მოჰყვა.