საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო აზერბაიჯანში ვიზიტს შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება.
ამის შესახებ “გურია ნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს.
მათივე ინფორმაციით, კობახიძემ უკვე გააუქმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბაქოში 20 ივნისს დაიწყო და 22 ივნისს უნდა დასრულებულიყო.