ამ წუთებში, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს, სადაც გუშინ ათასობით ადამიანი რუსი დეპუტატების პარლამენტში ვიზიტს აპროტესტებდა და ხელისუფლების გადადგომას ითხოვდა. პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა. სპეცდანიშნულების რაზმმა მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრმემლსადენი გაზი გამოიყენა.
პროტესტის დარბევის შედეგად ის კარვებიც აიღეს, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რამდენიმე თვე იმყოფებოდნენ და გამოძიებას უნდობლობას უცხადებდნენ.