პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. პარტიის ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგს პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.
თავად კობახიძეს განცხადება არ გაუკეთებია.