არაჩვეულებრივი ხილი – ვაშლი, რომელიც ვიტამინების ბუნებრივი წყარო, მკურნავი, ორგანიზმის მკვებავი, სხვადასხვა დაავადებებთან მებრძოლი, უნიკალური “ექიმი” და იმუნური სისტემის გამაუმჯობესებელი: ხილი, რომელიც უდიდესი რაოდენობით რკინას შეიცავს და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ ურჩევენ ექიმები ყველა ასაკის ადამიანებს დიდი რაოდენობით ამ ხილის მირთმევას.
ვაშლის ადაპტოგენური კომპლექსია: ფრუქტოზა, C და B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი.
ჩამოთვლილთაგან თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს, მათ შორის საინტერესოა თუ რა როლს თამაშობს ვიტამინთა კრებული ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე.
მაგალითისთვის ავიღოთ ფოსფორი:სწორედ ეს მიკროელემენტი, რომელსაც ვაშლი შეიცავს, არეგულირებს ტვინის მუშაობას, აძლიერებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებას, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, აუმჯობესებს კუჭ – ნაწლავის მუშაობას და ყველაზე მთავარი – ხელს უშლის ორგანიზმის დაბერების პროცესს.
განსაკუთრებით ურჩევენ მწვანე ვაშლს, რომელსაც დიეტებშიც მოიხსენიებენ, როგორც დაბალ კალორიულს, რომელსაც შარდმდენის თვისება აქვს და სწრაფად იწვევს დანაყრების გრძნობას.
რაც შეეხება ამ არაჩვეულებრივ ხილში შემავალ კალიუმს, ის იდეალურია წონაში დასაკლებად, რადგან კალიუმი მსუბუქი გამხსნელია. ვიტამინი ც კი იმუნიტეტს ამაღლებს და სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებს, იგი შეიცავს ხსნად და არახსნად უჯრედებს, ვაშლის კანში ბევრია ცელულოზა, რბილობში კი – პექტინები, ყველა ერთად კი ბლოკავს შიმშილის გრძნობას.