ლანჩხუთში, სოფელ მაჩხვარეთში ახალგაზრდა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი ახალგაზრდა პირველად დედამ ნახა.
სოფლის მაჟორიტარის გოდუნა ქურიძის თქმით, ოჯახი დიდი ხანი არ არის რაც სოფელში დასახლდა:
„11 დედმამიშვილიანი ოჯახია. ერთ-ერთმა ფონდმა შეუძინა სახლი რამდენიმე წლის წინ. მშრომელი ოჯახია. შეჭირვებულად ცხოვრობდნენ.
მამამისი სულ მუშაობას, რათა ოჯახი გამოკვებოს. ვერ გეტყვით რა მოხდა.
მიზეზები ჩემთვის უცნობია. როგორც ვიცი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული და ალბათ, დაადგენენ რა მოხდა“, _ გვითხრა ქურიძემ.