დღეიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები მცირდება – მიზეზი დაგეგმილი სამუშაოებია. სამუშაოების გამო, მეტრო მგზავრებს 1 წლის განმავლობაში 06:00 საათიდან 23:00 საათამდე მოემსახურება.
ასევე, მეტროში ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება. მეტროს რეაბილიტაციის პროექტი კაბელების შეცვლასთან ერთად, ასევე, ითვალისწინებს 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი.