მალე მარსზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშა იფრიალებს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მალე ჩვენ მთვარეზე დავბრუნდებით და ასევე მალე მარსზე აშშ-ის დროშას ავაფრიალებთ“, – განაცხადა ტრამპა.
4 ივლისს ვაშინგტონში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.