_ ჩოხატაურში, შესაძლოა ეროვნული პარკი დაარსდეს _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, იამზე ვაჩეიშვილმა აცნობა.
მისი ინფორმაციით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ, 2015 წელს შესწავლილი იქნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიის ნაწილი, სადაც გამოვლინდა „წითელ ნუსხაში“ შეტანილი პონტოს მუხა (Quercus pontica), რომელიც არის მესამეული პერიოდის რელიქტი, კოლხეთის ენდემი, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობა.
_ აღნიშნული სახეობის დაცვის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, შემუშავებული იქნა კანონი „პონტოს მუხის აღკვეთილის“ შესახებ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი თვითმმართველობა, განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, არსებული უნიკალური მრავალფეროვნების დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარებისათვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეროვნული პარკის დაარსების მიზნით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ვაჩეიშვილმა.