ეკონომიკის ექსპერტმა დღეს საინვესტიციო საბჭოს წევრებს მოუსმინა. შოთა გულბანი საპენსიო რეფორმის უპირატესობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საინვესტიციო საბჭომ მაღალი რანგის ექსპერტები შეკრიბა.
ეს არის იმ კატეგორიის რეფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს თავის თავში გულისხმობს სტაბილურ სოციალურ სისტემას და განვითარებულ ფინანსურ ბაზრებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლისთვის.
” ექსპერტი საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის სამუშაო გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ოლივიერ რუსსოს პროცესში ჩართვა მისასალმებელია. ,,ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ის შეცდომები რაც ევროპაში იქნა დაშვებული, ჩვენ არ გავიმეოროთ და სწორედ ამის საფუძველი არის ის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელზეც პრაქტიკულად დამოკიდებული არის ჩვენი ფინანსურად უზრუნვეკლი სიბერე.” – განმარტა შოთა გულბანმა.