EURONEWS-ის ინფორმაციით, მოსკოვის მთავარ ელექტრო სადგურთან ხანძარი გაჩნდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა, რომელიც ელექტროსადგურზე დარაჯად მუშაობდა და 13 ადამიანი დაშავდა.
ელექტროკომპანიის განცხადებით, ცეცხლი სადგურის გარეთ ბუნებრივი აირის მილსადენს გაუჩნდა და ელექტროსადგური მომხდარის შედეგად არ დაზიანებულა.
ცეცხლი გავრცელდა საწყობზე და მიმდებარე შენობებზე, მათ შორის ჰოსტელზე.
ხანძრის ჩაქრობას 150-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ცეცხლის ჩამქრობ პროცესში ჩართულია ათობით სახანძრო მანქანა, ასევე ვერტმფრენები და მატარებლები.