“ინგა გრილოგია არის ძ….ნა! და ქვეყნის მტერი, ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ!!!” – წერს სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს წევრი. პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა ალექსანდრე სიმონიშვილმა ტვ 4-ის მიერ გაზიარებულ პოსტზე დაწერა. გრიგოლია უცენზუროდ და ქვეყნის მტრად მას შემდეგ მოიხსენია, რაც ჟურნალისტს გადაცემაში შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავდა მიწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას QARTLI.GE ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიას ტელეკომპანია “პირველში” გადაცემაში “რეაქცია” სტუმრად ყავდა მიწვეული შს მინიტრი გიორგი გახარია. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტელეწამყვან გრიგოლიაზე და ამ გადაცემაზე სტატუსი დაწერა, რაზეც ონიანის კომენტარი მოყვა – ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის.