“ხელისუფლება ისევ იგივე თამაშს გვეთამაშება ერთი ბარტყის გადმოგდების პრინციპით”, _ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
უდუმაშვილის თქმით მოქმედებები ისევ იქეთკენ მიდის, რომ შს მინისტრის ბრალეულობა გადაფარონ. მისი თქმით, ცალკეული სამართალდამცველების დაკავება კი მას ამ პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს.
“ხელისუფლება ისევ იგივე თამაშს გვეთამაშება ერთი ბარტყის გადმოგდების პრინციპით. ერთი თვის თავზე ვნახეთ,რომ ერთი პოლიციელი დააკავეს. ეს ისევ და ისევ მიდის იქით,რომ რამენაირად დაფარონ გახარიას დანაშაული 20 ივნისის ღამეში,“ _ ამბობს ზაალ უდუმაშვილი.