მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მყინვარწვერზე მყოფი ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
მამაკაცი მაშველებმა ამოიყვანეს და თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.