მუმბაიში 4 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შენობის ნანგრევებში 30-ზე მეტი ადამიანი მოჰყვა, რომელთაგან 4-ის სიკვდილი დასტურდება.
მომხდარი მუმბაიში ბოლო ათი დღის განმავლობაში მეორე შემთხვევაა.
გადაუღებელი წვიმა, შენობის სიძველის ან ცუდი კონსტრუქციის გამო, ხშირად ხდება ძველი შენობების ნგრევის მიზეზი.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინ არის აშენებული 15 ოჯახი ცხოვრობდა.